ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 3

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მიტინგები გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა . იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების მიზეზი გახდა „რეემიგრაციის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა . იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების მიზეზი გახდა „რეემიგრაციის…

რომში მიგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა. იტალიის დედაქალაქის ქუჩებში მიგრაციული პოლიტიკის მოწინააღმდეგე და მომხრე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების მიზეზი გახდა „რეემიგრაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა, რომელმაც 50 ათასი ხელმოწერა შეაგროვა და პარლამენტში იყო წარდგენილი. საუბარია სამოქალაქო ინიციატივაზე Remigration and Reconquest, რომელიც არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. ტერმინს „რეემიგრაცია“ (ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება) ბოლო წლებში ევროპაში ულტრამემარჯვენეები აქტიურად იყენებენ.

მემარჯვენეთა მარშმა რამდენიმე ათასი მონაწილე შეკრიბა. დემონსტრანტები მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებასა და უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. ზოგიერთი მათგანი მუსოლინის ეპოქის ლოზუნგებსაც კი სკანდირებდა.

ამის საპასუხოდ, მიგრანტების მხარდასაჭერად რომის სხვა რაიონში მემარცხენეებისა და პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ განაცხადეს.

შეტაკებების თავიდან ასაცილებლად ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. პროტესტმა ძალადობის გარეშე ჩაიარა. მიგრაციის შესახებ დისკუსია ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკაში კვლავ ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს