ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს

Euronews-ი ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კაია კალასის საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე წერს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე დიდი ხანია, თავისი უფლებამოსილების ჩარჩოდან გავიდა და ხშირად აკეთებს განცხადებებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ევროპული დიპლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე დიდი ხანია, თავისი უფლებამოსილების ჩარჩოდან გავიდა და ხშირად აკეთებს განცხადებებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ევროპული დიპლ…

Euronews-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკვე დიდი ხანია, თავისი უფლებამოსილების ჩარჩოდან გავიდა და ხშირად აკეთებს განცხადებებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რაც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, კაია კალასის პოზიციებს კიდევ უფრო ასუსტებს. კალასი კი პოლიტიკურ კრიზისში მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა საფრანგეთის მთავრობასთან დაკავშირებული არაფორმალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მის ყოფნასთან დაკავშირებით კითხვებია დასმული.

დოკუმენტში სამი ვარიანტია წარმოდგენილი, რომელთაგანაც ერთი მის როლს გააძლიერებს და გააფართოებს, დანარჩენი ორი კი მის როლს მნიშვნელოვნად შეასუსტებს და მისი უფლებამოსილებების ევროკომისიის ან წევრი სახელმწიფოებისთვის გადაცემასაც მოიაზრებს.

კალასის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ მისი პოზიცია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილ კონსენსუსს სცილდება და პირად აზრს ეფუძნება. სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე დიპლომატმა უკვე აღიარა, რომ კალასის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბოლო კვირების განმავლობაში გაძლიერდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს