ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის

The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა , რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას. მან ასევე აღნიშნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times -ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა , რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას. მან ასევე აღნიშნ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ბირთვული განადგურებისგან იხსნა.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - პროცესი, რომელიც მისი თანაშემწეების მოლოდინით, პარასკევს შვეიცარიაში დაიწყება - იგი თეირანზე სამხედრო თავდასხმებს განაახლებს ან აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20 პროცენტის სანაცვლოდ.

მან შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკა იმ თავდასხმების გამო, რომლებმაც საბოლოო შეთანხმება თითქმის ჩაშალა.

„ის ძალიან რთული კაცია“, - თქვა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, -„და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მადლობელი უნდა იყოს ჩვენი ამის გაკეთებისთვის. იმიტომ, რომ ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ გაძლებდა“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს