ტრამპის განცხადებით, აშშ ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. როგორც ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. როგორც ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის…
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.
როგორც ტრამპმა ანკარაში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, ესპანეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საშინელი პარტნიორია.
მან ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტისკენ ნატოს სხვა მოკავშირეებსაც მოუწოდა.
„ესპანეთი - უიმედო შემთხვევაა. ესპანეთთან არავითარი სავაჭრო ურთიერთობების წარმოება არ გვსურს. სხვათა შორის, ვისურვებდი, რომ თქვენც შეგეწყვიტათ ეს ყველაფერი. ესპანეთი - ნატოს საშინელი პარტნიორია. შეწყვიტეთ ვაჭრობა ესპანეთთან, მგზავრობის ჩათვლით. არ გვსურს მათთან რაიმე საერთო გვქონდეს. ნახავთ, ისინი თავად მოვლენ ჩვენთან“, - განაცხადა ტრამპმა.