ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
ეკონომიკა1 წთ საკითხავი👁 3

Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო

Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა - კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways რეისებს Boeing 777 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება.

„სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38 578 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრის მოცულობა სულ რაღაც ორ წელიწადში გაორმაგდა“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს