ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვით, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით. ამის შესახებ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვით, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით. ამის შესახებ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე…

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებში არავითარი შეზღუდვა არ უნდა არსებობდეს თავდაცვით, განსაკუთრებით კი თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით.

ამის შესახებ ერდოღანმა ნატო-ს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა ანკარის ჩართვა ევროპისთვის განკუთვნილ ზოგიერთ თავდაცვით ინიციატივაში, ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისათვის თავდაცვით ინიციატივებში მონაწილეობის შეზღუდვამ შესაძლოა, ალიანსში განხეთქილება გამოიწვიოს.

„მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობის მიმართულებით არსებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. საღ აზრსა და გონივრულობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის მოდელი სრულიად შესაძლებელია. ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების გამორიცხვა ევროპაში ხელოვნურ განხეთქილებას გამოიწვევს“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც „როიტერი“ წერს, თურქეთს ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს და ბოლო წლებში იარაღის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მწარმოებლად და ექსპორტიორად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ანკარა არაერთხელ გამოთქვამდა სურვილს, ჩართულიყო ევროკავშირის უსაფრთხოების ინიციატივებში, მათ შორის SAFE-ის პროგრამაში, რომელიც წევრ ქვეყნებს გადაიარაღებისთვის სესხების გამოყოფას ითვალისწინებს, პოლიტიკური უთანხმოებების გამო თურქეთი ამ დრომდე ამ პროცესების მიღმა რჩება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს