ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

გიტანას ნაუსედა – ჩემი ქვეყანა აშშ-ს სოლიდარობას უცხადებს, აშკარაა, რომ ირანში ომი ჩვენი ომიცაა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუკი შეერთებული შტატებისგან სოლიდარობას ველოდებით

გიტანას ნაუსედა – ჩემი ქვეყანა აშშ-ს სოლიდარობას უცხადებს, აშკარაა, რომ ირანში ომი ჩვენი ომიცაა, უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუკი შეერთებული შტატებისგან სოლიდარობას ველოდებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ირანის ომი, ჩვენი ომიცაა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა და მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან არიდებისკენ არის მიმართული. ნაუსე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ირანის ომი, ჩვენი ომიცაა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა და მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან არიდებისკენ არის მიმართული. ნაუსე…

აშშ-ირანის ომი, ჩვენი ომიცაა, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა და მხარი დაუჭირა აშშ-ის ძალისხმევას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან არიდებისკენ არის მიმართული.

ნაუსედას განცხადებით, მხარეებს შორის კონფლიქტი ლიეტუვის უსაფრთხოების ინტერესებსაც ეხება. მისივე თქმით, ლიეტუვა შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რისკით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კრიზისის შემდგომი ესკალაციით, მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ ირანში ბირთვული იარაღის შესაძლო შექმნასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოვაგვაროთ. ამიტომ, ჩემი ქვეყანა აშშ-ს სოლიდარობას უცხადებს. სრულიად აშკარაა, რომ ეს ჩვენი კონფლიქტია, ჩვენი ომიცაა და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, თუკი შეერთებული შტატებისგან ველოდებით სოლიდარობას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, ივნისის დასაწყისში ქვეყნის ეროვნული თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, სეიმმა ნება დართო 40-მდე ლიეტუველი სამხედრო მოსამსახურისა და თავდაცვის სფეროს სამოქალაქო თანამშრომლის გაგზავნას საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც მიზნად ისახავს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს