ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

რუსლან სტეფანჩუკი ბელგრადის დეკლარაციაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა: ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე

რუსლან სტეფანჩუკი ბელგრადის დეკლარაციაზე, რომელსაც საქართველოც მიუერთდა: ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმული…

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას მიუერთდა, რომელიც სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.

დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება. დეკლარაციის მიღებამდე, შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა. მისი თქმით, შეხვედრა წარმატებული იყო.

"ჩვენი შეხვედრა წარმატებული იყო. ევროკავშირისკენ ჩვენი გზა სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩვენ კონკურენტები კი არა, პარტნიორები ვართ ამ გზაზე. ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარმატებები, უნდა გავუზიაროთ შეცდომები, უნდა გავუზიაროთ ჩვენი თანამშრომლობის შედეგები, რადგან ყველას ერთი გზა გვაქვს - ევროკავშირისკენ მიმავალი გზა", - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს