ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

Euronews: რვა წევრი სახელმწიფო სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო კლასტერის გახსნას ეწინააღმდეგება

Euronews: რვა წევრი სახელმწიფო სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო კლასტერის გახსნას ეწინააღმდეგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი. ევროკავშირის სამმა დიპლომატმა Euronews-ს დაუდასტურა, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში გამა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი. ევროკავშირის სამმა დიპლომატმა Euronews-ს დაუდასტურა, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში გამა…

ევროკავშირის ელჩებმა, რომლებიც ოთხშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, სერბეთის გაწევრიანების გზაზე ერთსულოვნებას ვერ მიაღწიეს, - წერს Euronews-ი.

ევროკავშირის სამმა დიპლომატმა Euronews-ს დაუდასტურა, რომ ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის ელჩები ესწრებოდნენ, 27 წევრი სახელმწიფოდან რვამ სერბეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გახსნას მხარი არ დაუჭირა.

წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მე-3 კლასტერის გახსნას, არიან: ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი, ბელგია, ესტონეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი და ხორვატია.

სამი წევრი სახელმწიფო, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგ არიან განწყობილნი, თუმცა ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულნი, არიან დანია, ლუქსემბურგი და ლატვია, ხოლო სერბეთის გაწევრიანების ზოგად მხარდამჭერებს შორის გავლენიანი საფრანგეთიც არის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მანამდე განაცხადა, რომ ევროკავშირს გვერდით სჭირდება „ძლიერი და დემოკრატიული სერბეთი“.

მხარდამჭერი სახელმწიფოები შეშფოთებულნი არიან დასავლეთ ბალკანეთის ამ ქვეყნის კიდევ უფრო გაუცხოების რისკით, ასევე იმით, რომ მას გაწეული რეფორმებისთვის სათანადოდ არ აფასებენ.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი კვლავ არ უერთდება ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ბელგრადი თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციებისთვის გვერდის ავლის აღსაკვეთად, გაუწია უკრაინას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გაააქტიურა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტები კიევთან.

დოკუმენტში ასევე აღიარებულია, რომ სერბეთის მუშაობა ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან და აღნიშნულია, რომ სასამართლო რეფორმისა და საპროკურორო სისტემის მიმართულებით „კვლავ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა“.

ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც Euronews-თან საუბარი ანონიმურობის პირობით ისურვა, განაცხადა, რომ რვა ქვეყნის საერთო წინააღმდეგობა, ძირითადად, სერბეთში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის არგაზიარებას უკავშირდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს