ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ჯანმო: 2050 წლისთვის ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება

ჯანმო: 2050 წლისთვის ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მსოფლიოში ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობამ 2050 წლისთვის შესაძლოა 35 მილიონს მიაღწიოს. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის გლობალურ ანგარიში ავრცელებს . ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მსოფლიოში ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობამ 2050 წლისთვის შესაძლოა 35 მილიონს მიაღწიოს. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის გლობალურ ანგარიში ავრცელებს . ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურა…

მსოფლიოში ყოველწლიურად გამოვლენილი კიბოს შემთხვევების რაოდენობამ 2050 წლისთვის შესაძლოა 35 მილიონს მიაღწიოს. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავის გლობალურ ანგარიში ავრცელებს.

ამჟამად მსოფლიოში ყოველწლიურად ონკოლოგიური დაავადებების 20,6 მილიონ ახალ შემთხვევას აფიქსირებენ, თითქმის 10 მილიონი ადამიანი კი კვდება. ონკოლოგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის მეორე მიზეზად ითვლება.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში არსებულმა სამეცნიერო მიღწევებმა ყველა ქვეყანაში თანაბარი გაუმჯობესება არ გამოიწვია. მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ხელმისაწვდომობა და პაციენტების გადარჩენის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

2024 წელს კიბოთი გამოწვეული გარდაცვალებების ნახევარზე მეტი (56,5%) აზიაზე მოდიოდა. ამავე რეგიონში გამოვლინდა ახალი შემთხვევის 50,7%. ევროპაზე კი, შესაბამისად, სიკვდილიანობის 20% და ახალი შემთხვევების 21% მოდის.

ონკოლოგიის ყოველი 10 შემთხვევიდან თითქმის ოთხი პრევენცირებად რისკ-ფაქტორებს უკავშირდება, რომლებსაც მიეკუთვნება მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და სხვა. თებერვალში ჯანმომ ამ ფაქტორებთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების რაოდენობა 2022 წლისთვის დაახლოებით 7,1 მილიონად შეაფასა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს