ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში – „ის კარგი ადამიანია, ნობელის პრემია გადმომცა“

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში – „ის კარგი ადამიანია, ნობელის პრემია გადმომცა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის, მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში. მისი თქმით, მარია კორინა მაჩადო მოსწონს. „არასდროს მითქვამს, უკან არ დაბრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის, მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში. მისი თქმით, მარია კორინა მაჩადო მოსწონს. „არასდროს მითქვამს, უკან არ დაბრ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერისთვის, მარია კორინა მაჩადოსთვის არ უთქვამს, არ დაბრუნდეს ვენესუელაში.

მისი თქმით, მარია კორინა მაჩადო მოსწონს.

„არასდროს მითქვამს, უკან არ დაბრუნებულიყო. ვფიქრობ, ის კარგი ადამიანია, ნობელის პრემია გადმომცა. როგორ შეიძლება, ის არ მომწონდეს, თუკი პრემია გადმომცა. ნობელის პრემია მიიღო და თქვა, რომ ერთადერთი, ვინც ეს პრემია უნდა მიიღოს, ტრამპია. მე მას საერთოდ არ ვიცნობდი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა. როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაში აღინიშნა, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი, მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნობელის პრემია მას ეკუთვნოდა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე 10-მდე კონფლიქტი დაამთავრა. 2026 წლის 16 იანვარს კი მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის საკუთარი მედალი გადასცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს