ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

CNN: სასამართლომ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა

CNN: სასამართლომ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლისთვის 5 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს . ამერიკული ტელეარხის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს . ამერიკული ტელეარხის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტ…

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ჯინ კეროლის სასარგებლოდ 5 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა დაავალა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა კეროლი სექსუალურად შეურაცხყო და მას ცილი დასწამა.

ფედერალური მოსამართლის ლუის კაპლანის გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ტრამპმა მას სთხოვა კეროლისთვის თანხა არ გადაერიცხა მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ გადაწყვეტდა, განიხილავდა თუ არა ხელახლა მის შუამდგომლობას, რომლითაც ის ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობს.

ჯინ კეროლისა და დონალდ ტრამპის სასამართლო დავა თითქმის შვიდი წელია გრძელდება. კეროლი აცხადებს, რომ 1996 წელს ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. ტრამპი ბრალდებებს თავიდანვე კატეგორიულად უარყოფდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს