ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება

უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება. ამის შესახებ EURACTIV წერს. ამის მიზეზი გახდა ინციდენტი საბერძნეთის კუნძულ ლეფკადასთან, სადაც უკრაინული საზღვაო დრონი იპოვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება. ამის შესახებ EURACTIV წერს. ამის მიზეზი გახდა ინციდენტი საბერძნეთის კუნძულ ლეფკადასთან, სადაც უკრაინული საზღვაო დრონი იპოვ…

უკრაინა საბერძნეთს აფრთხილებს, რომ ღია ზღვაში ნებისმიერი რუსული გემი კვლავ მათი სამიზნე იქნება. ამის შესახებ EURACTIV წერს. ამის მიზეზი გახდა ინციდენტი საბერძნეთის კუნძულ ლეფკადასთან, სადაც უკრაინული საზღვაო დრონი იპოვეს.

ბერძნული მხარის ინფორმაციით, სავარაუდო სამიზნე იყო რუსული ტანკერი ხმელთაშუა ზღვაში, მაგრამ დრონი ტექნიკური გაუმართაობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და ჩამოვარდა. ამ ფაქტმა საბერძნეთის გაღიზიანება გამოიწვია, მათ უკრაინას ოფიციალური ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და გარანტია, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება, რადგან არ სურს, რომ ხმელთაშუა ზღვა ომის ზონად გადაიქცეს.

უკრაინამ ოფიციალურად ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო, თუმცა, ამავე ინფორმაციით, არაოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებს, უარი თქვას რუსეთის გემებზე თავდასხმებზე, თუ ამას თავდაცვისთვის საჭიროდ ჩათვლის.

უკრაინა ასევე ამბობს, რომ 1996 წლის უკრაინა–საბერძნეთის მეგობრობის ხელშეკრულების მიხედვით, მსგავს საკითხებზე ჯერ კონსულტაციები უნდა გამართულიყო, ხოლო, მათი აზრით, საბერძნეთმა ეს არ გააკეთა და საკითხი მედიაში ზედმეტად პოლიტიზებული გახდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს