ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა

Reuters: პუტინი, სავარაუდოდ, უკრაინაში ომის ესკალაციისთვის ემზადება, მიუხედავად ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთ…

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს უარყოფს ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე განხორციელებულმა დრონებით თავდასხმებმა პუტინის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა, ამ ეტაპზე ბრძოლა გააგრძელოს.

ანონიმურობის დაცვის პირობით Reuters-თან საუბრისას ორმა წყარომ განაცხადა, რომ პუტინი, დიდი ალბათობით, კონფლიქტის ესკალაციის გზას აირჩევს, რომელიც უკვე მეხუთე წელს გრძელდება. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც პრეზიდენტს რეგულარულად ხვდება, უახლოეს თვეებში ესკალაციის „მაღალ ალბათობაზე“ ისაუბრა.

ეს განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს თქვა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს და კონფლიქტის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ბევრს ჰგონია“. გასულ კვირას ტრამპმა სატელეფონო საუბრები გამართა როგორც პუტინთან, ისე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ოთხშაბათს კი ის ზელენსკის ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ განიხილეს „იდეები, რომლებიც მშვიდობის მოახლოებას შეუწყობს ხელს“.

პუტინთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „თავის პოზიციაზე მყარად დგას“ და მიზნად უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის სრულად დაკავებას ისახავს, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს რუსეთის წინსვლის ტემპი შენელდა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პუტინმა ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა მრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც კომპრომისის სახით არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა. მეორე წყაროს თქმით, პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უახლოეს პერიოდში დონბასზე სრულ კონტროლს დაამყარებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს