ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

დონალდ ტრამპი – ესპანეთმა დიდი გულუხვობა გამოიჩინა, დათმობაზე წავიდნენ, შეასრულეს ჩემი მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შენატანს ითვალისწინებს

დონალდ ტრამპი – ესპანეთმა დიდი გულუხვობა გამოიჩინა, დათმობაზე წავიდნენ, შეასრულეს ჩემი მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შენატანს ითვალისწინებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დათმობაზე წასვლა არჩია მას შემდეგ, რაც სავაჭრო შეზღუდვებით დაემუქრა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. ტრამპის თქმით, ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა მისი მუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დათმობაზე წასვლა არჩია მას შემდეგ, რაც სავაჭრო შეზღუდვებით დაემუქრა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. ტრამპის თქმით, ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა მისი მუ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთმა დათმობაზე წასვლა არჩია მას შემდეგ, რაც სავაჭრო შეზღუდვებით დაემუქრა.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ტრამპის თქმით, ესპანეთმა „დიდი გულუხვობა“ გამოიჩინა მისი მუქარის შემდეგ და აღნიშნა, რომ ესპანეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდას დათანხმდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა.

„ნამდვილად მქონდა პრობლემები და ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ დღეს, ესპანეთი სრულად წამოვიდა დათმობაზე. მე ვუთხარი, რომ მათთან სავაჭრო ურთიერთობებს გავწყვეტდი, მათ შეასრულეს მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ შენატანს ითვალისწინებს. ეს რომ არ გაეკეთებინათ, მათთან საუბარსაც კი არ გავაგრძელებდით“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან Air Force One ბორტზე საუბრისას.

პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, ესპანეთის მხრიდან კონკრეტულად ვის ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს