ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ბაქოში აცხადებენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთის კონსტიტუციაში ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარების შემდეგ გააფორმებენ, ფაშინიანის თქმით კი, კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება

ბაქოში აცხადებენ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას სომხეთის კონსტიტუციაში ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარების შემდეგ გააფორმებენ, ფაშინიანის თქმით კი, კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხად…

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის ტექსტი წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადების პასუხად აღნიშნა.

კერძოდ, ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბაქოს მოთხოვნა სომხეთის ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ბაირამოვის თქმით, სომხეთის კონსტიტუციაში მოცემული ტერიტორიული პრეტენზიების მოგვარების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლებელია უკვე მეორე დღეს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დელიმიტაციისა და ექსკლავების საკითხები მხოლოდ ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე გადაწყდება.

„წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა ამოიწურა, ისინი განხილულია და ერთ საბოლოო საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებულია. კონკრეტულ ვადას ამჟამად არ დავასახელებ, მაგრამ ტექსტს წლის ბოლომდე გამოვაქვეყნებთ“, – განმარტა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერევანი, პრინციპულად არ განიხილავს თავის შიდა საკითხებს საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე და კონსტიტუციური რეფორმის დღის წესრიგი მმართველი პარტიის საარჩევნო პლატფორმის ნაწილია, რომელსაც 726 000 მოქალაქემ მისცა ხმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს