ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

თორნიკე ჭეიშვილი: სტრასბურგმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად

თორნიკე ჭეიშვილი: სტრასბურგმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამო…

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაავლო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა მეორე მხრივ, სხვათა უფლებების დაცვას შორის. თქვა, რომ როდესაც საქმე გვაქვს მძიმე შეურაცხყოფასთან, ცილისწამებასთან, ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, პოზიტიური ვალდებულებაც, გაატაროს სათანადო ზომები“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს