ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

ევროკავშირმა უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ( COREPER ) უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა ( COREPER ) უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ…

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER) უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში მეექვსე კლასტერის გახსნა დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ტარას კაჩკამ განაცხადა.

„COREPER-ის დღევანდელი გადაწყვეტილება მე-6 კლასტერის, „საგარეო ურთიერთობების“, გახსნის შესახებ, მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში“, - წერს ის.

მეექვსე კლასტერი მოიცავს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, ვაჭრობას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და თანამშრომლობას განვითარების სფეროში.

კაჩკას თქმით, საბოლოო ფორმალური გადაწყვეტილება 14 ივლისს, მთავრობათაშორისი კონფერენციის ფარგლებშია მოსალოდნელი.

15 ივნისს ევროკავშირმა ოფიციალურად გახსნა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი, „ფუნდამენტური“ კლასტერი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს