ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთით გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრის ჩასაქრობად, პარიზის რეგიონში 2 სახანძრო თვითმფრინავის სასწრაფო მობილიზება გახდა საჭირო. ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთით გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრის ჩასაქრობად, პარიზის რეგიონში 2 სახანძრო თვითმფრინავის სასწრაფო მობილიზება გახდა საჭირო. ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“…

საფრანგეთის დედაქალაქის სამხრეთით გაჩენილი ძლიერი ტყის ხანძრის ჩასაქრობად, პარიზის რეგიონში 2 სახანძრო თვითმფრინავის სასწრაფო მობილიზება გახდა საჭირო.

ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ უწოდეს, ნაწილობრივ ჩაკეტა ქვეყნის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

ორშაბათს დილით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი 800 ჰექტარზე მეტ ფართობზე გავრცელდა და ტყეში, რომელიც პარიზიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს, კვლავ ვრცელდება.

საფრანგეთის მეხანძრეთა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელმა, ერიკ ბროკარდიმ განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ჩვეულებრივ უფრო მშრალი და ცხელი სამხრეთიდან სახანძრო თვითმფრინავები პარიზის რეგიონში ხანძრის ჩასაქრობად გაგზავნეს. მან ასევე დასძინა, რომ მობილიზებული იყო ორი სახანძრო ვერტმფრენი და ერთი სათვალთვალო თვითმფრინავი.

პარიზის რეგიონი წელს ანომალიურ სიცხის უკვე მესამე ტალღას ებრძვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს