ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა უმსხვილესი რუსული ქარხნიდან, Ямал СПГ რეკორდული რაოდენობის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელეს. როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა უმსხვილესი რუსული ქარხნიდან, Ямал СПГ რეკორდული რაოდენობის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელეს. როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს…

წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა უმსხვილესი რუსული ქარხნიდან, Ямал СПГ რეკორდული რაოდენობის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელეს.

როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული საწარმოსგან 9,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდეს, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესყიდული გაზის ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ევროდ ფასდება. ძირითადი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

2027 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გრძელვადიანი კონტრაქტებით თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის აკრძალვა. შეზღუდვები მოკლევადიან კონტრაქტებზე უკვე მოქმედებს 2026 წლის გაზაფხულიდან.

Ямал СПГ ერთობლივი საწარმოა, რომელშიც წილებს ფლობენ: რუსული „ნოვატეკი“ (საკონტროლო პაკეტი - 50,1%), ფრანგული Total (20%), ჩინეთის ეროვნული ნავთობგაზის კორპორაცია (20%) და ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდი“ (9,9%). კომპანია Total-მა პროექტში წილი რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც შეინარჩუნა. თუმცა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, იძულებულნი გახდებიან დატოვონ პროექტი მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სანქციები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გასაყიდად რუსული თხევადი გაზის შესყიდვასაც უკრძალავს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს