დონალდ ტრამპის თქმით, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს. დონალდ ტრამპის განმარტებით, შესაბამისი ინსტრუქციები უკვე გაცემ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს. დონალდ ტრამპის განმარტებით, შესაბამისი ინსტრუქციები უკვე გაცემ…
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს.
დონალდ ტრამპის განმარტებით, შესაბამისი ინსტრუქციები უკვე გაცემულია და ვაშინგტონის სამხედრო ძალები მზად არიან თეირანის სრული განადგურებისთვის. ამასთან ერთად, ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის წინააღმდეგ არსებული გეგმების შესახებ სადაზვერვო ცნობები ამერიკულ მხარეს ისრაელმა მიაწოდა.
მანამდე დაწერილ პოსტში კი, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდა, თუმცა თეირანს მკაფიოდ განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკვე დასრულებულია.