ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიზნესმენი ვასილე ტოფანი ოფიციალურად წარადგინა

მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიზნესმენი ვასილე ტოფანი ოფიციალურად წარადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბიზნესმენი ვასილე ტოფანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა . როგორც ტოფანიმ წარდგენისას აღნიშნა, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებს მოსახლეობის მოლოდინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბიზნესმენი ვასილე ტოფანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა . როგორც ტოფანიმ წარდგენისას აღნიშნა, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებს მოსახლეობის მოლოდინ…

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბიზნესმენი ვასილე ტოფანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც ტოფანიმ წარდგენისას აღნიშნა, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებს მოსახლეობის მოლოდინების გასამართლებლად.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ამას მიღწევად არ მივიჩნევ; ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობით დატვირთული ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა მოლდოველების მოლოდინები გავამართლო. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე დავიწყებ მუშაობას მოლდოველების ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ტოფანმა.

მოლდოვის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, კანდიდატი 15 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს მთავრობის პროგრამასა და მინისტრთა სრულ შემადგენლობას ნდობის გამოსაცხადებლად. პარლამენტი არჩეულ დეპუტატთა უმრავლესობით თუ ნდობას გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტი გამოსცემს მთავრობის დანიშვნის აქტს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ფიცს დებენ და მთავრობა ოფიციალურად იწყებს უფლებამოსილების განხორციელებას.

ცნობისთვის, 3 ივლისს მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრუ მუნტეანუმ გადადგომის შესახებ განაცხადა. მუნტეანუს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში მოლდოვაში მომხდარ კორუფციულ სკანდალებს უკავშირდება. კერძოდ, გამოვლინდა, რომ სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტოს, MOLDATSA-ს ხელმძღვანელს, რომელიც ამ თანამდებობაზე ამჟამინდელმა მთავრობამ დანიშნა, უნივერსიტეტის ყალბი დიპლომი და ასევე პილოტის ყალბი ლიცენზია აქვს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს