ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელ…

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს.

„საქმე არ ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა. საქმე ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა და როდის შეუძლიათ სოციალურ მედიას ჩვენს შვილებს წვდომა. კითხვა აღარ არის ის, ემუქრებათ თუ არა ბავშვებს ონლაინ რისკები, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ ბავშვები ონლაინში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენს შვილებს რეალურ სამყაროში დრო სჭირდებათ – დრო თამაშის, პირისპირ მეგობრობის დამყარების, შეცდომების დაშვების, საკუთარი იდენტობისა და პიროვნების ჩამოყალიბების დრო, ვიდრე ალგორითმი მათ ჩამოაყალიბებს. და მე მჯერა, რომ ეს დრო ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ. თუ გვინდა, რომ ბავშვობა დავიცვათ, რისკებიდან უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე დიდია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმების ტიპი, რომლებიც საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმებია. ასევე სხვა პროვაიდერები ასაკისთვის შეუფერებელი და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებით”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს