ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. მათ წესები იციან და ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ

ქსავიე ბეტელი: საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნები მოიგო, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. მათ წესები იციან და ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროპულმა მხარემ ქართველებს საკუთარი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროპულმა მხარემ ქართველებს საკუთარი…

ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ევროკავშირთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ევროპულმა მხარემ ქართველებს საკუთარი პოზიცია თავს არ უნდა მოახვიოს და პირიქით, დიალოგი უნდა გააგრძელოს.

ბეტელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან ქვეყანაში არჩევნების შედეგები უკვე დამდგარი ფაქტია, და მისი თქმით, ევროკავშირს მოსწონს თუ არა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები მოიგო.

მისივე შეფასებით, ქართულ მხარესთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოსავლის პოვნას შეუძლებელს გახდის.

„მე ყოველთვის ვამბობ მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ მათ არ დაველაპარაკებით, ჩვენ ვერაფერს შევცვლით. ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ მათ, მაგრამ ჩვენ უნდა... მოკლედ, მათ იციან წესები და მათ იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ უნდა მოვახვიოთ თავს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ, ხოლო ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები, ეს მოგვწონს თუ არა, ფაქტია. ამასთან, თუ ჩვენ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ გამოსავლის პოვნას. შთაბეჭდილება ხან კარგია, ხან ცუდი. ეს, როგორც ბერძნულად ვიტყოდით, რთულადაა საქმე“- განაცხადა ბეტელმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს