ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს

ზელენსკი რადას სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის აგვისტოდან გაგრძელებას სთავაზობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტები სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელების შესახებ. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტები სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელების შესახებ. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხ…

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში წარადგინა კანონპროექტები სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის კიდევ 90 დღით გაგრძელების შესახებ.

საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადა კიდევ 90 დღით გაგრძელდეს.

2025 წლის დეკემბერში ზელენსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ომი არ დასრულდება მანამ, სანამ უკრაინა უსაფრთხოების ქმედით გარანტიებს არ მიიღებს, მანამდე კი სამხედრო მდგომარეობის დასრულებაც შეუძლებელია. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ზავის დროს სამხედრო მდგომარეობის გაუქმება, პრეზიდენტმა უპასუხა:

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ომი დასრულდეს და მაშინ დასრულდება სამხედრო მდგომარეობის მოქმედებაც. და მხოლოდ ასე. თუმცა სამხედრო მდგომარეობა იმ მომენტში დასრულდება, როდესაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები გაუჩნდება. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ეს ომი რეალურად არ დასრულდება, ჩვენ ვერ ვაღიარებთ, რომ ის დასრულდა, რადგან ასეთ მეზობელთან განმეორებითი აგრესიის რისკი ყოველთვის იარსებებს“.

წინა გადაწყვეტილებების თანახმად, სამხედრო მდგომარეობისა და მობილიზაციის ვადა 2 აგვისტოს იწურება. ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს