ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

კაია კალასი: აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა

კაია კალასი: აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ სამშვიდობო მემორანდუმს პოტენციური გარღვევა უწოდა . მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევა აუცილებელი პირობაა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ სამშვიდობო მემორანდუმს პოტენციური გარღვევა უწოდა . მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევა აუცილებელი პირობაა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებ…

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ სამშვიდობო მემორანდუმს პოტენციური გარღვევა უწოდა. მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევა აუცილებელი პირობაა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების დასაწყებად.

კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი, სამშვიდობო დარეგულირების მომდევნო ეტაპზე, აქტიურ ჩართვას განიხილავს.

„აშშ-მა და ირანმა გამოაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ისახავს. ეს პოტენციური გარღვევაა, რომელსაც შეუძლია შექმნას აუცილებელი სივრცე უფრო ღრმა მოლაპარაკებებისთვის ირანის ბირთვულ პროგრამასა და სხვა კრიტიკულ საკითხებზე.

ამოქმედების შემდეგ, ეს შეთანხმება ასევე შეამსუბუქებს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს. ბოლო დღეებში მე ვესაუბრე ჩემს ირანელ და ყურის ქვეყნების კოლეგებს, დღეს კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირი მჭიდროდ ჩაერთოს მომდევნო ფაზაში“, - წერს კალასი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს