ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები შეავსონ

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები შეავსონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის უ…

პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის ყველა უკრაინელი უნდა დაბრუნდეს სამშობლოში, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პოლონეთში მცხოვრები გაწვევის ასაკის უკრაინელები უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები შეავსონ“, – განაცხადა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

კოსინიაკ-კამიშმა ასევე მოუწოდა, უკრაინაში დაბრუნდნენ ლტოლვილები, რომლებიც, მისი თქმით, „ძვირად ღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან“.

ცნობისთვის, მანამდე პოლონური გამოცემა Rzeczpospolita წერდა, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე მუშაობას ასრულებს. გამოცემის ცნობით, ცვლილებები ყველაზე მეტად უკრაინის მოქალაქეებს შეეხებათ, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ პოლონეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს.

პროექტი ოთხ ძირითად ცვლილებას ეფუძნება. პირველი ცვლილება პოლონეთში ცხოვრების აუცილებელი ვადის რვა წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, თუმცა, ჯერ უცნობია, ჩაითვლება თუ არა ამ ვადაში დროებითი დაცვის სტატუსით ქვეყანაში ყოფნის პერიოდი.

გარდა ამისა, შემოღებული იქნება ნატურალიზაციის ტესტი, რომელიც დანიურ მოდელს დაეფუძნება და პოლონური ენის B2-ის დონის ცოდნას მოითხოვს.

პროცედურის დასასრულს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე მოუწევს „ერთგულების დეკლარაციაზე“ ხელის მოწერა. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ეს მექანიზმი იმ პირების მიმართ ზემოქმედების ბერკეტად იქნება გამოყენებული, რომლებიც შესაძლოა, პოლონეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს