ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

„მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში, ევროკავშირის საბჭო მოლდოვას 120 მილიონ ევროს გამოუყოფს

„მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში, ევროკავშირის საბჭო მოლდოვას 120 მილიონ ევროს გამოუყოფს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკის…

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში მოლდოვის რესპუბლიკისთვის 120 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ.

აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

დახმარების ეს პაკეტი მოხმარდება მოლდოვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის საშუალო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემის დაფინანსებას.

აღნიშნული დახმარება ავსებს „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში უკვე გამოყოფილ დახმარების პაკეტებს, რომლებიც მიმართული იყო საჰაერო სივრცის მონიტორინგისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.

ეს მხარდაჭერა მოლდოვის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო გააუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა და, შესაბამისად, უკეთ დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა.

ამ ახალი დახმარების შედეგად, „მშვიდობის ევროპული ფონდის“ ფარგლებში, ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის გამოყოფილი საერთო მხარდაჭერის მოცულობამ 317 მილიონ ევროს მიაღწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს