ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს

ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ნუ აურევთ მაცნეს გზავნილში: ტრამპის ინტელექტის საკითხის შესახებ“. სტა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ნუ აურევთ მაცნეს გზავნილში: ტრამპის ინტელექტის საკითხის შესახებ“. სტა…

„დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ნუ აურევთ მაცნეს გზავნილში: ტრამპის ინტელექტის საკითხის შესახებ“.

სტატიის ავტორი, დოქტორი ფილიპ მაკგროუ აღნიშნავს, რომ „ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში არსებობს ერთგვარი თავისებური რიტუალი, რომელიც უფრო მეტს ამბობს თავდამსხმელზე, ვიდრე იმ ადამიანზე, ვისზეც შეტევა ხორციელდება. როდესაც დღის წესრიგით მოტივირებული არგუმენტები ფუძეშივე მარცხდება, კრიტიკოსები ხშირად იცვლიან სტრატეგიას და „ბოლო თავშესაფარს“ - პიროვნულ შეურაცხყოფას მიმართავენ“.

მაკგროუ თავის ვრცელ კომენტარში სწორედ ამ ფენომენს განიხილავს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოგნიტურ შესაძლებლობებსა და ინტელექტთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.

მაკგროუ ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე - პრეზიდენტმა ტრამპმა მონრეალის კოგნიტური შეფასების (MoCA) ტესტი, სულ მცირე, სამჯერ გაიარა და ყოველ ჯერზე მაქსიმალური - 30-დან 30 ქულა დააგროვა. 2025 წლის აპრილში „უოლტერ რიდის“ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა ნევროლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა აბსოლუტურად ჯანსაღია.

„ეს არ არის ზღვრული შედეგი. ეს არის ნევროლოგიური ჯანმრთელობის ოფიციალური დადასტურება, რომელსაც არანაირი დამატებითი კითხვის ნიშანი არ ახლავს“, - წერს ავტორი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს