ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO . აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას მიმართ მოსალოდნელმა ბრალდებე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO . აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას მიმართ მოსალოდნელმა ბრალდებე…

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას მიმართ მოსალოდნელმა ბრალდებებმა გაფლანგვის საქმეზე, სავარაუდოდ, დააჩქარა მთავრობის საკადრო ცვლილებების პროცესი - წინა რეორგანიზაციიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ.

„სტეფანიშინა უკრაინაში უნდა დაბრუნდეს, ამერიკაში კი ძლიერი ელჩი გვესაჭიროება, სწორედ ამიტომ დაიწყო საკადრო ცვლილებები“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანმა.

„ოლგამ ანტიკორუფციული უწყებების ბრალდებებზე პასუხი უნდა გასცეს, თუმცა ეს ბრალდებები არც თუ ისე სამართლიანია და, საერთო ჯამში, მთელი ეს საქმე აბსურდულია“, - დასძინა პროცესების კურსში მყოფმა მაღალჩინოსანმა.

ელჩის სახელი ფიგურირებს რამდენიმე კორუფციულ გამოძიებაში, რომლებიც უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ 2019 და 2025 წლებში წამოიწყეს.

საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროში ათი წლის წინ მომხდარ 2.5 მილიონი გრივნის (49 000 ევრო) მითვისების ფაქტს, სტეფანიშინას ყოფილი მეუღლის მიერ სახელმწიფო ქონების უკანონო დაუფლებასა და კიევის ცენტრში მდებარე ძვირადღირებულ ბინას. ეს უკანასკნელი მის მშობლებზე იყო რეგისტრირებული და ელჩმა მხოლოდ მას შემდეგ დაადეკლარირა, რაც ფაქტი ჟურნალისტებმა გამოააშკარავეს. თავად ელჩი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს