ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

მარკო რუბიო საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ: შორეულ ქვეყნებში მყოფ გავლენიან ადამიანებს სურთ უფლება წაგვართვან. მიაჩნიათ, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყნის ბედი და არ აინტერესებთ ეთანხმებით თუ არა ამას

მარკო რუბიო საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ: შორეულ ქვეყნებში მყოფ გავლენიან ადამიანებს სურთ უფლება წაგვართვან. მიაჩნიათ, რომ მათ უნდა გადაწყვიტონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყნის ბედი და არ აინტერესებთ ეთანხმებით თუ არა ამას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკის სუვერენიტეტისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. თავის უახლეს მიმართვაში მარკო რუბიომ ჰააგის სასამართლოს "არა არჩეული გლობალისტი ბიუროკრატების ტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკის სუვერენიტეტისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. თავის უახლეს მიმართვაში მარკო რუბიომ ჰააგის სასამართლოს "არა არჩეული გლობალისტი ბიუროკრატების ტრ…

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკის სუვერენიტეტისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

თავის უახლეს მიმართვაში მარკო რუბიომ ჰააგის სასამართლოს "არა არჩეული გლობალისტი ბიუროკრატების ტრიბუნალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ამერიკელი სამხედროების, მესაზღვრეებისა და სამართალდამცველების დევნას ცდილობს. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი გარე ძალების მხრიდან ამერიკელთა გასამართლების მცდელობას არ შეეგუება.

მედია, წერს, რომ აშშ-სა და ჰააგის სასამართლოს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში, ისრაელის ლიდერების წინააღმდეგ გაცემული ორდერების გამო განსაკუთრებით დაიძაბა.

"დღეს, შორეულ ქვეყნებში მყოფ გავლენიან ადამიანებს სურთ, უფლება წაგვართვან. მიაჩნიათ, რომ სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ თქვენი კანონები, თქვენი ქვეყნის და თქვენი ბედი და საერთოდ არ აინტერესებთ, ეთანხმებით თუ არა ამას.

სწორედ ამ წუთებში, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო და მისი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანას ომს უცხადებენ - არა ტყვიებითა და რაკეტებით, არამედ წესდებებით, შეთანხმებებითა და ე.წ. საერთაშორისო სამართლის ძალით.

სინამდვილეში, ეს გაცილებით უფრო რადიკალური და უკიდურესი პროექტი აღმოჩნდა - გლობალური ტრიბუნალი, რომელიც არავის მიერ არჩეული გლობალისტი ბიუროკრატებით არის დაკომპლექტებული და ამტკიცებს, რომ მისი უფლებამოსილება თითქმის შეუზღუდავია", - აცხადებს მარკო რუბიო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს