ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა . მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა . მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრ…

აზერბაიჯანმა ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის IV გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია საქმიანობს.

„გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტისა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ეს მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ყველა სხვა სფეროს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ თანამშრომლობით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამჟამად აზერბაიჯანში სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია საქმიანობს. ზოგიერთი მათგანი უკვე ახორციელებს მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, სხვები კი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობენ,“ – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქომ ჩინეთისგან უკვე შეიძინა კონკრეტული დანიშნულების სამხედრო პროდუქცია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს