ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზეწოლა განახორციელეს ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, რეზოლუციაში კი საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზეწოლა განახორციელეს ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, რეზოლუციაში კი საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარ…

ზეწოლა განახორციელეს ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, რეზოლუციაში კი საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა, რამდენად არის ეს ორგანიზაცია პასუხისმგებლიანი და საკუთარი ოფიციალური მისიის დასკვნის ერთგული.

„ბოლო პერიოდში, ეუთო/ოდირის მთავარი მისია არჩევნებზე დაკვირვება, მათი შეფასება და დასკვნის მომზადება იყო. მათ 2024 წლის არჩევნებზე დასკვნა გამოაქვეყნეს, რომლითაც არჩევნები ჩატარებულად და კონკურენტუნარიანად გამოცხადდა. ამ დოკუმენტს ისეთი პრობლემა არ ჰქონდა, რაც ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ დააყენებდა. ევროკავშირის ხელმძღვანელთა განცხადებებიც გვახსოვს, რომ ისინი სწორედ ეუთო-ს დასკვნას დაელოდებოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ქართველი ხალხის არჩევანი არ მოეწონათ. ამიტომ, განახორციელეს ზეწოლა ეუთო-ზე, რომელიც იძულებული გახდა, თავდაპირველად გაჩუმებულიყო, ხოლო საბოლოო რეზოლუციაში საკუთარი დასკვნა 100%-ით ამოტრიალებული შინაარსით ჩაეწერა. ბუნებრივია, კითხვა ისმის – არის თუ არა ეს ორგანიზაცია პასუხისმგებლიანი და საკუთარი ოფიციალური მისიის დასკვნის ერთგული, თუ ჩვეულებრივად მანიპულაციისა და შანტაჟის ქვეშ მყოფ სტრუქტურად იქცა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლის იარაღად გამოიყენება? – საქართველოს საფუძვლიანი პრეტენზია აქვს, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს, კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს. ჩვენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას არ ვტოვებთ, თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, კითხვები გვიჩნდება, რაც ბუნებრივია“, – განაცხადა ირაკლი ქაფაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს