ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა

Українська правда: იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აშშ-ში უკრაინის ელჩობაზე უარი თქვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იულია სვირიდენკომ უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უკრაინის ელჩი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იულია სვირიდენკომ უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უკრაინის ელჩი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრც…

იულია სვირიდენკომ უარი თქვა შეთავაზებაზე, გამხდარიყო უკრაინის ელჩი აშშ-ში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რომელიც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. ინფორმაციას Українська правда წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, სვირიდენკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს გადადგომის შემდეგ. „მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. გადაწყვეტილებას სექტემბრამდე მიიღებს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა 12 ივლისს დააანონსა. ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ სვირიდენკოს შესთავაზეს სათავეში ჩაუდგეს „ახალ მნიშვნელოვან მიმართულებას საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებში“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ სვირიდენკო აშშ-ში უკრაინის ახალი ელჩი გახდებოდა. სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ 12 ივლისს, ასევე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ აშშ-ში უკრაინის მოქმედი ელჩი, ოლგა სტეფანიშინა, თანამდებობას საკუთარი სურვილით ტოვებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს