ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ

„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. უნგრელი პარლამენტარი ბალაშ ორბანი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. უნგრელი პარლამენტარი ბალაშ ორბანი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუ…

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ.

უნგრელი პარლამენტარი ბალაშ ორბანი ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, ოპოზიციონერ დეპუტატებს არჩევნებში ხელახლა კენჭისყრის შესაძლებლობაც აღარ ექნებათ. ორბანის თქმით, ეს უნგრეთში საკონსტიტუციო კრიზისის დასაწყისია. პარლამენტის გადაწყვეტილებას უნგრეთის დემოკრატიისთვის ბნელ დღედ აფასებს ევროპარლამენტარი და პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ლიდერი კინგა გალიც.

„ეს არის კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ირონიულია, რომ მას ის პარტია ქმნის, რომელსაც უნგრეთის დემოკრატიულ ისტორიაში ყველაზე დიდი საპარლამენტო უმრავლესობა აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ბრიუსელში მათი ლიბერალ-ავტორიტარი მოკავშირეების მსგავსად, მათ კი მოიგეს არჩევნები, მაგრამ იციან, რომ საკუთარი ამომრჩეველი მოატყუეს. და მათ ეშინიათ, რომ თავისუფალ და სამართლიან დემოკრატიულ კონკურენციაში მათ ხელისუფლებიდან გადაირჩევდნენ. ხელისუფლება, რომელსაც ამომრჩევლის ეშინია, ყოველთვის თავად დემოკრატიის შიშით ასრულებს“, - წერს ორბანი.

პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს