ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

სტამბოლის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

სტამბოლის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთ…

სტამბოლის სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და 34 ისრაელელი მაღალჩინოსნის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუ და საქმეში მონაწილე სხვა პირები „სუმუდის ჰუმანიტარული ფლოტილიის“ წევრების დაკავების გამო ცნო დამნაშავედ.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლის სასამართლოს მიერ წარდგენილი ბრალდებები კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, გენოციდს, სისასტიკეს, სხეულის განზრახ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მოიცავს.

ცნობისთვის, „სუმუდის ფლოტილია“ საერთაშორისო სამოქალაქო ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელიც ათობით ქვეყნიდან აქტივისტებს, ექიმებსა და მოხალისეებს აერთიანებს. ორგანიზატორების თქმით, მისი მისიის მიზანი ზღვით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობაა ანკლავში არსებული ვითარებას მიმართ. ისრაელის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ ბლოკადის დარღვევას და მათ ფლოტილიის გემი დააკავეს. გემზე მყოფი აქტივისტები დაკავების შემდეგ ისრაელიდან დაადეპორტეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს