ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ტრამპის თქმით, ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით

ტრამპის თქმით, ძალიან კმაყოფილია ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ირანთან მიღწეული სამშვიდობო ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის განმუხტვას.

ტრამპმა აღნიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ამჟამად „ნაწილობრივ გახსნილია“, ხოლო პარასკევს, მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში ოფიციალურად მოეწერება ხელი დოკუმენტს, იგი „სრულად ამოქმედდება“.

პრეზიდენტის თქმით, რეგიონში მყოფი ამერიკული სამხედრო ძალები ამჟამად მცირე საძიებო ოპერაციას ატარებენ იმ საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად, რომლებიც ირანულმა მხარემ კონფლიქტის მიმდინარეობისას განათავსა.

კითხვაზე, მოაწერს თუ არა თავად პირადად ხელს ამ დოკუმენტს შვეიცარიაში, ტრამპმა უპასუხა, რომ იმ დროისთვის, სავარაუდოდ, ადგილზე აღარ იქნება. მისი თქმით, პროცესში უკვე ჩართულია ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი, რომელიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მიემგზავრება ევროპაში.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სრუტეში ნაოსნობა აბსოლუტურად უფასო იქნება. ტრამპის განცხადებით, მართალია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის აღსასრულებლად არავითარი დახმარება არ სჭირდება, თუმცა „ცუდი აზრი არ იქნებოდა, თუ სხვადასხვა ქვეყნიდან რეგიონში რამდენიმე სამხედრო გემი გამოჩნდება“ უსაფრთხოების დამატებითი კონტროლისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს