ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს

ჯეი დი ვენსი: აშშ მზად არის ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს, თუ თეირანი თავის ვალდებულებას შეასრულებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს , რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“. „ეს შეთანხმება რეალურად ორმხრივია: ერთი მხრივ, იგი იძლევა გარანტიას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს , რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“. „ეს შეთანხმება რეალურად ორმხრივია: ერთი მხრივ, იგი იძლევა გარანტიას…

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ მზად არის „ირანი გლობალურ ეკონომიკაში კვლავ მიიღოს“, თუ თეირანი „თავის ვალდებულებას შეასრულებს“.

„ეს შეთანხმება რეალურად ორმხრივია: ერთი მხრივ, იგი იძლევა გარანტიას, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი, ხოლო, ამავდროულად, ხსნის ჰორმუზის სრუტეს“, - განაცხადა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა CBS-თან საუბრისას.

„თუ მზად ხართ შეასრულოთ თქვენი ვალდებულება და დაუშვათ თქვენი ბირთვული პროგრამის რეალური ინსპექტირება, მაშინ ჩვენ კვლავ მიგიღებთ გლობალურ ეკონომიკაში“, - დასძინა მან ირანის მისამართით.

„ვფიქრობ, დონალდ ტრამპს სურს, ფურცელი გადაუშალოს აშშ-სა და ირანს შორის არსებულ 47-წლიან წარუმატებელ ურთიერთობებს, თუმცა ეს ირანელების მხრიდან გარიგების თავიანთი ნაწილის რეალურად შესრულებას მოითხოვს“, - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს