დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპის თქმით, ის კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ტრამპის თქმით, ის კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახ…
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი მზად არის სამშვიდობო შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში მზად არის უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად, მიუხედავად მიმდინარე თავდასხმებისა და იმ ნიშნებისა, რომ რუსეთი სავარაუდოდ კონფლიქტის ესკალაციისთვის ემზადება.
„ვფიქრობ, ის მზად არის შეთანხმების დასადებად“, – განაცხადა ტრამპმა, როდესაც მას პუტინთან გამართული საუბრების შესახებ ჰკითხეს.
მანამდე, სააგენტო „როიტერსს“ კრემლთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ პუტინი უარყოფს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებებს და სავარაუდოდ კონფლიქტის გაძლიერებას აპირებს.