ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

კირ სტარმერი – ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია, ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო, ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ

კირ სტარმერი – ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია, ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო, ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია, – ამის სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა . სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია, – ამის სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა . სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის…

ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია, – ამის სიტყვებით კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში ქვეყნის პარლამენტს ბოლოჯერ მიმართა.

სტარმერმა საკუთარ კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ამაყობს ყველაფრით, რასაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მიაღწია.

„ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, როდესაც ჩირაღდანს ხელში აიღებს, დადგება დღე, როდესაც მას სხვებს გადასცემს, ეს დღე ჩემთვის დადგა. ეს ჩემი პოლიტიკური მოგზაურობის დასასრულია. ექვს წელიწადში 2019 წლის ისტორიული მარცხიდან 2024 წლის ისტორიულ გამარჯვებამდე გადავედი. მთავრობაში ყოფნის ორ წელიწადში კი ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე ის იყო. ვამაყობ ყველაფრით, რასაც მივაღწიეთ“, – განაცხადა სტარმერმა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს კოლეგებსა და იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრების შეცვლად მოახერხა და გააუმჯობესა.

„ვამაყობ ყველაფრით, რაც ერთად მივაღწიეთ და ვამაყობ თითოეული თქვენგანით. ჩემს მემკვიდრეს და თითოეულ თქვენგანს სრულ მხარდაჭერას გამოვუცხადებ. პალატის ყველა კოლეგას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და ბედნიერება. ყველა იმ ადამიანს, ვინც გალერეაში იმყოფებოდა, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ან გაუმჯობესდა ლეიბორისტული მთავრობის მიერ და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც უჭირს, რომ ვინმეს ხმა გაიგოს ან მოუსმინონ, თქვენ ხართ მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი“, – განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ 22 ივნისს განაცხადა. სტარმერი ტოვებს მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც. ის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა კი 2024 წლის ივლისში დაიკავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს