ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის

ტრამპი პუტინზე: მე მას ვეუბნები - „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“ - ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News -თან ინტერვიუში განაცხადა . დონალდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News -თან ინტერვიუში განაცხადა . დონალდ…

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა დასრულდეს ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2029 წლის იანვარში იწურება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სჯერა თუ არა მას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი მისი პრეზიდენტობის ვადაში დასრულდება. ინტერვიუერი ასევე დაინტერესდა, თუ რას ეუბნება აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„მეგონა, ეს უფრო ადრე დასრულდებოდა. მეგონა, ყველაზე მარტივი იქნებოდა, რადგან ორივე ლიდერთან კარგი ურთიერთობა მქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.

„მე მას ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები. არ მსურს დეტალებში შესვლა, მაგრამ ვეუბნები: „ვლადიმირ, დროა, გაჩერდე. დროა, ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა მან.

ტრამპის თქმით, კრემლის ლიდერმა მიანიშნა, რომ ის შეთანხმების მიღწევისთვის მზადაა.

„ვფიქრობ, ის მზადაა გარიგებისთვის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს, ტრამპმა ბუნდოვანი პასუხი გასცა.

„მალე. საცეკვაოდ ორი პარტნიორია საჭირო. თუმცა, ვფიქრობ, ის მზადაა შეთანხმებისთვის“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს