ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ელჩები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. დიპლომატის თქმით, ელჩები…

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის ერთ-ერთ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი 23 ივლისამდე უცვლელი დარჩება და ბარელზე 44.10 დოლარი იქნება. ამ დროის განმავლობაში სანქციების 21-ე პაკეტზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები კვლავ ვერ თანხმდებიან რუსეთისთვის საზღვაო მომსახურების აკრძალვისა და რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე დაწესებული შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხებზე.

მანამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ წევრ ქვეყნებს სანქციების ამ ფართო პაკეტზე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ და დასძინა, რომ ამ საკითხს 15 ივლისს დაუბრუნდებოდნენ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი პირველად ივნისში წარადგინა. პაკეტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას რუსეთის ბანკებზე, კრიპტოვალუტის ქსელებზე, დრონების წარმოებასთან დაკავშირებულ სექტორზე, ასევე რუსული ნავთობით მოვაჭრეებსა და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს