ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მედია: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ

მედია: უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ. ამის შესახებ უკრაინული მედია წყარო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ. ამის შესახებ უკრაინული მედია წყარო…

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფედოროვის გადადგომას მასა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის შორის თვეების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი უძღოდა წინ. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ფედოროვთან ერთად, მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებებიცაა, ინიშნება ახალი პრემიერიც, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, დეპუტატებისთვის მთავრობის ახალ შემადგენლობაში მინისტრთა ნაწილის ვინაობა წინასწარვე იყო ცნობილი.

ერთადერთი საკითხი, რომელიც ფრაქციაში განხილვის საგანი გახდა, ფედოროვის ბედი აღმოჩნდა. წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ვეღარ ეგუებოდა თავდაცვის მინისტრსა და მთავარსარდალს შორის მუდმივ დაპირისპირებას.

როგორც გამოცემა წერს, სირსკი უკმაყოფილო იყო, რომ ფედოროვი კონკრეტულ ოპერაციებზე საჭირო რესურსს არ გასცემდა, ფედოროვი კი პასუხობდა, რომ ყველაფერი გაცემული იყო, უბრალოდ არასწორად გამოიყენებოდა.

„ვერ დავუშვებ, რომ ომში მყოფ ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი ერთმანეთს ეომებოდნენ. ორივე უნდა შეიცვალოს, მაგრამ ერთდროულად ამის გაკეთება არ შემიძლია“, – ციტირებს წყარო ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ფედოროვმა დაპირებული მობილიზაციის რეფორმა ვერ განახორციელა. დეპუტატის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 23 სექტემბერს პუტინი საყოველთაო მობილიზაციას თუ გამოაცხადებს, მობილიზაციის საკითხი მანამდე უნდა მოგვარდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს