ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება

The Financial Times: საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს ეწინააღმდეგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს , რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს , რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.…

საბერძნეთი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ, 21-ე სანქციების პაკეტს ეწინააღმდეგება. The Financial Times-ი წერს, რომ ათენის უკმაყოფილება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის აკრძალვამ გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯით ათენი ცდილობს დაიცვას ბერძნული გადაზიდვების კომპანია Dynagas, რომელიც მაგნატ ჯორჯ პროკოპიუს ეკუთვნის. საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში კოლეგებს პირდაპირ განუცხადა, რომ შემოთავაზებული სანქციები კომპანიას „გაანადგურებდა“.

Dynagas ამჟამად თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდ 27 ტანკერს მართავს, მათ შორის, ყინულმჭრელი კლასის Arc7-ის ტიპის ტანკერებს, რომლებიც არქტიკაში, „იამალის“ თხევადი ბუნებრივი აირის ქარხნის მახლობლად ექსპლუატაციისთვისაა განკუთვნილი.

როგორც საერთაშორისო მედიასაშუალებები მანამდეც იტყობინებოდნენ, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ტრანზიტის შეზღუდვა ახალი სანქციების პაკეტის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ყველაზე რთულ და სადავო საკითხად რჩება. ვინაიდან სანქციების დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო, საბერძნეთის პოზიციამ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ შეთანხმება ვერ შედგა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს