ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა

საფრანგეთის პარლამენტმა ევთანაზია დააკანონა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზია დააკანონა . შესაბამის კანონპროექტს მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 241 იყო. ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზია დააკანონა . შესაბამის კანონპროექტს მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 241 იყო. ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის გა…

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ევთანაზია დააკანონა. შესაბამის კანონპროექტს მხარი 291-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 241 იყო.

ევთანაზიის უფლებას მიიღებენ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო სტადიის განუკურნებელი დაავადებები აქვთ. სავალდებულო პირობა იქნება მუდმივი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომლის შემსუბუქებაც მკურნალობით შეუძლებელია.

ადამიანმა, რომელსაც სიცოცხლის დასრულება სურს, ექიმების კომისიისგან ნებართვის მიღების შემდეგ და დამატებითი ვადის გასვლის მერე (რომლის დროსაც მას გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია), სასიკვდილო ინიექცია თავად უნდა გაიკეთოს.

ექიმს ან მედდას ინიექციის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ პაციენტს ამის დამოუკიდებლად გაკეთება ფიზიკურად არ შეუძლია.

საფრანგეთი გახდა მე-11 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც სიცოცხლის ნებაყოფლობითი დასრულება ლეგალიზებულია. ევროპაში ევთანაზია ასევე ნებადართულია ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, პორტუგალიასა და ესპანეთში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს