ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა

უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი კორეცკი დანიშნა . შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი კორეცკი დანიშნა . შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვ…

უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი კორეცკი დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

მთავარი პრიორიტეტები, რომლებიც კორეცკის დანიშვნამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა, არის ქვეყნის მომზადება ზამთრისთვის, ენერგეტიკული და საწვავის ინფრასტრუქტურის დაცვა, ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია და საერთაშორისო დახმარების ეფექტური მართვა. ხელისუფლება მოელის, რომ მომავალი ზამთარი ომის მთელი წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე იქნება.

უმაღლეს რადაში დანიშვნამდე სიტყვით გამოსვლისას, კორეცკიმ მთავრობის მომავალი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

„ეს არის თავდაცვის ძალების სრული უზრუნველყოფა, უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის გაზრდა, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, პირველ რიგში - ფრონტისპირა დასახლებების მცხოვრებლებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პრიორიტეტებს შორის მან ასევე დაასახელა ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო დახმარების ეფექტური გამოყენება და უკრაინელებისთვის განკუთვნილი საბინაო პროგრამების რეალიზაცია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს