FT: აშშ-ის მთავრობა BBC-ს წინააღმდეგ დონალდ ტრამპის სარჩელთან მიერთების შესაძლებლობას განიხილავს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განიხილავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩელს შეუერთდეს. Financial Times-ის ცნობით , სასამართლო პროცესში მთავრობის მონაწილეობა BBC…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განიხილავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩელს შეუერთდეს. Financial Times-ის ცნობით , სასამართლო პროცესში მთავრობის მონაწილეობა BBC…
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა განიხილავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩელს შეუერთდეს. Financial Times-ის ცნობით, სასამართლო პროცესში მთავრობის მონაწილეობა BBC-სგან გამოთხოვილ დოკუმენტებს უკავშირდება.
ფლორიდის სასამართლოში შეტანილ განაცხადში, ამერიკის მთავრობა განმარტავს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამერიკის სამთავრობო უწყებებისა და მაღალჩინოსნებისგან ინფორმაციის გამოთხოვა და სასამართლოში დაბარების პროცედურები სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება.
BBC-ში აცხადებენ, რომ სარჩელში ამერიკის მთავრობის ჩარევა ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრიტანეთის მაუწყებელს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მისი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.