ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა . „გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა . „გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლე…

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა განიხილეს აშშ-ში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

„გუშინ პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილეთ, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება მოეწყოს აშშ-ში - ისეთი ფორმატით, სადაც პუტინისთვის ბევრად უფრო რთული იქნება უარის თქმა, სულ მცირე, პრეზიდენტ ტრამპისთვის მაინც. ვნახოთ, რა გამოვა აქედან. თუ რუსეთი ამ შანსზეც უარს იტყვის, დამატებითი ზეწოლა იქნება საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ პუტინს მანამდეც სთავაზობდნენ შეხვედრებს ნებისმიერ ადგილას, სადაც სრულმასშტაბური ომის დასრულების შესახებ რეალური გადაწყვეტილებების მიღება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა რუსეთის ლიდერი ამით არ დაინტერესებულა.

„ჩვენ აშშ-სა და საფრანგეთთან განვიხილეთ რუსეთთან შეხვედრის შესაძლებლობა „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, სადაც ყველა დემოკრატიული ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი. პუტინს ეს არ სურს“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს