ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მოლაპარაკებების პროცესის განახლების უახლოესი პერსპექტივა არ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მოლაპარაკებების პროცესის განახლების უახლოესი პერსპექტივა არ…

მოსკოვი უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სწრაფი განახლების პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავს. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მოლაპარაკებების პროცესის განახლების უახლოესი პერსპექტივა არ არსებობს და ჩვენ ვერც ვხედავთ“, – განაცხადა პესკოვმა.

ამის მიუხედავად, კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზაობას ინარჩუნებს.

პესკოვი, ასევე, გამოეხმაურა უკრაინის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ყველა სიახლეს, რომელიც დაკავშირებულია კიევის რეჟიმთან, განსაკუთრებით მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის პირობებში. მიმდინარეობს გარკვეული ცვლილებები კიევის რეჟიმის სტრუქტურაში, თუმცა ჩვენთვის ამ ცვლილებებს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითარების დარეგულირება და საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის თავდაცვის მინისტრი. ჩვენთვის მთავარია, რომ კიევის რეჟიმში იყოს ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, მშვიდობიან დარეგულირებამდე მივიდნენ ან დაასრულონ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. კიევში კარგად იციან, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იქ გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს