ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა . ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა . ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე…

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა არგენტინის ნაკრების მიერ ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული ბანერის გამოყენებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა. ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანზე გამოიტანეს ბანერი, რომელზეც ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებული პოლიტიკური გზავნილი იყო დატანილი. კერძოდ, წარწერა: „მალვინის კუნძულები არგენტინაა“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა: „შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია. ჩვენი პოზიცია უცვლელია და ფოლკლენდელების მიმართ ჩვენი ვალდებულება ურყევია“.

პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მხარი დაუჭირა ბიზნეს მდივნის, პიტერ კაილის მოწოდებას, რომ FIFA-მ საფუძვლიანად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი. საქმე ეხება ფეხბურთის მმართველი ორგანოს წესების შესაძლო დარღვევას, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის პოლიტიკური გზავნილების ან სლოგანების გამოყენებას მოედანზე.

დაუნინგ-სთრითის წარმომადგენლის თქმით, ნებისმიერი შემდგომი დისციპლინარული ღონისძიება FIFA-ს გადასაწყვეტია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს